ქართველ ქალს საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენას ედავებიან

The Guardian-ის ინფორმაციით,
საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების უნებლიედ გაჩენაში ეჭვმიტანილი ქართველი ქალი დააკავეს.

გამოცემის ცნობით, ქართველ ქალს სიგარეტის გადაგდების შედეგად კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველმა ქალმა, რომელიც ქიოსზე დამლაგებლად მუშაობს, სიგარეტის გადაგდების შედეგად ხანძრის გაჩენა „აღიარა“.

ცნობისთვის, კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრებს გასული კვირის შემდეგ 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათობით სოფლის ევაკუაცია განახორციელა. ტყის ხანძრებმა კუნძულზე დაახლოებით 4000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები