ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდობლობის კენჭისყრის გამოცხადების წინაშე დგას
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდობლობის კენჭისყრის გამოცხადების წინაშე დგას.
ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
მათი ცნობით, საქმე ეხება ევროკავშირის სასამართლოს დადგენილებას, რომ ევროკომისიამ უკანონოდ თქვა უარი, გასაჯაროებულიყო კოვიდპანდემიის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენისა და Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის მიმოწერა.
ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს მთელი კომისიის გადადგომის შუამდგომლობისთვის.