გიორგი ვოლსკი: გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ სიძულვილის ენას უფრო მკაცრად დაუპირისპირდნენ, შესაბამისად, შედარებით ლოიალურად, დაპირისპირება მართებს საქართველოსაც, ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი ამოხეთქვა გარკვეული ემოციებისა, არამედ ერთ-ერთი მიმართულებაა რევოლუციურ სცენარში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, გერმანიაში ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების განთავსებაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში რეიდების ჩატარებას ეხმაურება.

ვოლსკის განცხადებით, ანალოგიური, თუმცა შედარებით ლოიალური ზომები საქართველოშიც უნდა იქნეს მიღებული მსგავსი ქმედებების განხორციელებისას.

„გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ სიძულვილის ენას უფრო მკაცრად დაუპირისპირდნენ, შესაბამისად, შედარებით ლოიალურად, მაგრამ დაპირისპირება მართებს საქართველოსაც, ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი ამოხეთქვა გარკვეული ემოციებისა ამ თემებთან დაკავშირებით საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და შეიქმნა გარკვეული მიმართულება, ერთ-ერთი მიმართულება ამ რევოლუციურ სცენარში, რასაც ჰქვია ადამიანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ამას ემსახურება კონკრეტული ჯგუფები“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები