ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე: წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ, მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები
„მე პირადად მხარს ვუჭერ მთავრობის მიერ ინიციირებულ გამკაცრებას ნარკოპოლიტიკის, რადგანაც ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და და მეტადონის იმპორტი კერძო კომპანიების მიერ“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ჰბარდება და მოქალაქეები ამის მაკონტროლებლები იქნებიან.
“არა აქვს მნიშვნელობა რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, რომელი დარგის ექსპერტი. ამ უკიდურესად მტკივნეულ საკითხზე ყველამ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ პოზიცია.
მე პირადად მხარს ვუჭერ მთავრობის მიერ ინიციირებულ გამკაცრებას ნარკოპოლიტიკის, რადგანაც ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და მეტადონის იმპორტი კერძო კომპანიების მიერ.
წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ჰბარდება და ჩვენ მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები!” – წერს ანჯაფარიძე.