ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ ერთი კაცის გამოშვება-არგამოშვებას გადააყოლეს საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია უნდა იყოს

ანალიტიკოს ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. ამის შესახებ მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„რა ინფორმაციაც გვაქვს მედიით, არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო ხმები მოგროვდება. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები და სხვებიც მისცემენ ხმას ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და იქნება ახალი პარლამენტი, 120/30-ზე კონფიგურაციით არჩეული. თუ ეს ცვლილებები ჩავარდა და არის ამის შანსიც, მაშინ ვფიქრობ, ამაზე ოპოზიცია იქნება პასუხისმგებელი. ყველას თავის აზრი აქვს. გიორგი რურუაზე ზოგი ამბობს, რომ პოლიტპატიმარია, ზოგი ამბობს, რომ კრიმინალია, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას, მაგრამ თუ ამ ერთი კაცის გამოშვება-არგამოშვებას გადააყოლეს საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი, ვფიქრობ, ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ოპოზიცია. თუკი მათ ჰგონიათ, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ, დაიცადონ კიდევ 4-5 თვეს და შემდეგ ამნისტიით ან რაღაცნაირად გამოუშვებენ რურუას ციხიდან. თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდა, მაშინ ისევ ძველი პარლამენტი გვექნება. ჩემი აზრით, 77/ 73-ზე კონფიგურაციით არცევნების ჩატარება ხელისუფლებას აწყობს. უფრო ადვილი იქნება მაჟორიტარების გაყვანა, ყოველ შემთხვევაში, მეორე ტურებში მაინც, როცა ერთი ერთზე რჩები ოპოზიციასთან. თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდა, ხელისუფლება იქნება მოგებული. ეს ცალსახაა. ამაზე თუ წავა ოპოზიცია, რომ ხმა არ მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებას, ეს მაგათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები