მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული პირები სოფელ კირაჩ-მუღანლოდან არიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, დადასტურებული შემთხვევები „წითელი ხიდის“ კლასტერს უკავშირდება. ამ ეტაპზე დაინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 უკვე გამოჯანმრთელდა.