გორში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა

გორში 33 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები სსკ-ის 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, სამართალამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტზე 38 წლამდე ასაკის მამაკაცი ამხილეს.
თავდაპირველად, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხომბს.
ცბობისთვის, დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე კლინიკა “გორმედის”  რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაშავებულს გუშინ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კაცს ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები