თერჯოლაში კეთილმოწყობის სამუშაოები მინდინარეობს

თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის მიზნით, სამუშაოებს ყოველდღიურ მონიტორინგს უწევენ.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს: მერიის, დავით კლდიაშვილის ძეგლისა და რუსთაველის ქუჩის №114-თან არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ქალაქ თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 848 800 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს შპს “ჯორჯიან სტოუნი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები