“ჩვენ ევროპის ქვეყნები, სავარაუდოდ, არ მოგვთხოვენ 72 საათის წინ გაკეთებულ ე.წ. კოვიდპასპორტებს, რაც, ცხადია, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”

“ჩვენ ევროპის ქვეყნები, სავარაუდოდ, არ მოგვთხოვენ 72 საათის წინ გაკეთებულ ე.წ. კოვიდპასპორტებს, რაც, ცხადია, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელ facebook-ში წერს.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე “მწვანე ზონაა”.

„საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე “მწვანე ზონაა”. ანუ ეს, გარდა იმისა, რომ ტურისტებისთვის სასწაული ამბავია, მისწრებაა ქვეყნიდან წამსვლელი მოგზაურებისთვის, ანუ ჩვენ ევროპის ქვეყნები, სავარაუდოდ, არ მოგვთხოვენ 72 საათის წინ გაკეთებულ ე.წ. კოვიდპასპორტებს, რაც, ცხადია, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ნამეტანი კაი ამბავი!“, – წერს დავით ლიკლიკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები