პომპეოს თანაშემწე: რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან უნდა “წაეთრიოს”
“რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან უნდა წაეთრიოს, რადგან ის რეგიონში დესტრუქციულ როლს ასრულებს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დევიდ შენკერმა.
“45 წლის განმავლობაში აშშ-ის საკვანძო ამოცანა იყო – რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან შორს ყოფილიყო. ახლა იქ არიან და დესტრუქციულ როლს ასრულებენ. ჩვენ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ვფიქრობთ, რომ იქედან უნდა წაეთრნენ”, – თქვა შენკერმა ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში ვიდეოკონფერენციის დროს.
რეგიონში “ორი დიდი სახელმწიფოს მეტოქეობაზე” საუბრისას შენკერმა თქვა, რომ აშშ არ აიძულებს რეგიონის ქვეყნებს რაიმე არჩევანის გაკეთებას, მაგრამ სურს, იცოდეს, როგორი იქნება მათ მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი.