კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 116 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 116 ტესტის პასუხი “კოვიდ 19″ – ზე უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე საკარანტინე სივრცეებიდან აქტიურად მიმდინარეობს.
“ამ დროისთვის, რეგიონში, 5 საკარანტინე ლოკაციაზე 176 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 8 პირი რჩება. კახეთიდან, ჯამურად, ლუგარის ცენტრში 4396 ნიმუშია გაგზავნილი. აქედან 1363 – მედპერსონალის, 1654 – საკარანტინე სივრცეებიდან, 223 – შშმ პირის და 28 ტრაილერის მძღოლის”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.