ლარი კვლავ გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0575 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9841 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0416 ღირდა.
0.0665 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.3422 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4087 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები