ზურაბ რურუა – ბოკუჩავას განცხადებაზე: ისინი ახლა თავმჯდომარეს რამდენჯერ შეცვლიან, რა დავალებას მიიღებენ გარედან, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საინტერესო არ არის

“ისინი ახლა თავმჯდომარეს რამდენჯერ შეცვლიან, რა დავალებას მიიღებენ გარედან, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საინტერესო არ არის,”- ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

„თინა ბოკუჩავას აღიარება, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას ატყუებდა ამდენი ხნის განმავლობაში, მათი ჩვეული პრაქტიკაა. ისინი ახლა თავმჯდომარეს რამდენჯერ შეცვლიან, რა დავალებას მიიღებენ გარედან, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საინტერესო არ არის. მეცოდებიან, ხავსს ეჭიდებიან და ხავსიც აღარ არის დარჩენილი ხელის მოკიდებისთვის“, – განაცხადა რურუამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები