“საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში”
“საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში”, – ამის შესახებ საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთში facebook-ის გვერდზე წერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს “გლობალურ ვაქცინაციის სამიტში”.
“დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს “გლობალურ ვაქცინაციის სამიტში”. საქართველო, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში”, – აღნიშნულია განცხადებაში.