კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 59 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 59 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც საკარანტინე სივრცეებიდან, ისე “ცხელების ცენტრებიდან” აქტიურად გრძელდება.
რეგიონში ამ ეტაპზე 5 საკარანტინე ლოკაციაზე 186 მოქალაქეა განთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 15 პირი რჩება.
კახეთის რეგიონიდან, ჯამურად, ლუგარის ცენტრში 4280 ნიმუშია გაგზავნილი. აქედან – 1352 მედპერსონალის, 1559 – საკარანტინე სივრცეებიდან, 223 – შშმ პირის და 26 – ტრაილერის მძღოლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები