“COVID-19-ის განმეორებითი აფეთქების საფრთხე რეალურია, თუ მას არ დავიჭერთ, ისევ შეიძლება, დამანგრეველი აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა.
“მეორე ტალღა გარდაუვალი არ არის, მაგრამ სულ უფრო მეტი ქვეყანა ასუსტებს შეზღუდვებს, ამიტომ ინფექციის განმეორებითი აფეთქების საფრთხე რეალურია. თუ ამ გამოვლინებებს არ დავიწერთ, მეორე ტალღა შეიძლება, ძალიან დამანგრეველი აღმოჩნდეს”, – თქვა კლიუგემ.
ამასთან, მისივე თქმით, დღეს ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის წლის დასაწყისში იყო.