მსოფლიო ბანკი: ქვეყნებს უკვე შეუძლიათ, გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს

ძირითადი კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ხალხისათვის თანხების პირდაპირი გაცემა და კერძო სექტორის შენარჩუნება შეზღუდავს ზარალის მოცულობას და დაეხმარება ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის პროცესისათვის მომზადებაში, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ მოხსენებაშია საუბარი.

კორონავირუსის (COVID-19) პანდემია და ეკონომიკის გაჩერება სერიოზულ დარტყმას აყენებს გლობალურ ეკონომიკასა და განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე უარესი კრიზისი ჩაცხრა, განვითარებად ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას უკვე შეუძლიათ, გადადგან ნაბიჯები აღდგენის დასაჩქარებლად და შეამცირონ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გავლენა იმ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ მოხსენების ანალიტიკურ ნაწილში.

ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარებისა და ძირითადი კომუნალური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მოკლევადიანი რეაგირების ზომების გატარებასთან უნდა ახლდეს ყოვლისმომცველი პოლიტიკური ღონისძიებები გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, როგორც მმართველობისა და საქმიანი გარემოს გაუმჯობესების საშუალებით, ასევე განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინვესტიციების შედეგების გაფართოებითა და გაუმჯობესებით. მომავალი ეკონომიკა რომ უფრო მდგრადი გახდეს, ბევრ ქვეყანას დასჭირდება სისტემები, რომელთაც აღდგენის პერიოდში შეუძლიათ შექმნან და შეინარჩუნონ უფრო მეტი ადამიანური და მატერიალური კაპიტალიისეთი პოლიტიკური ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ასახავენ და ხელს უწყობენ პანდემიის შემდგომ პერიოდში ახალი ტიპის სამუშაოების, საქმის წარმოებისა და მართვის სისტემების საჭიროებას.

აღნიშნული კვლევა გამოიცა 8 ივნისის სრული ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელშიც შევა მსოფლიო ბანკის ჯგუფის უკანასკნელი პროგნოზები გლობალური ეკონომიკისათვის.

„თანამედროვეობაში პრეცედენტი არ გააჩნია იმ მასშტაბებსა და სიჩქარეს, რომლითაც COVID-19-ის პანდემიამ და ეკონომიკის გაჩერებამ გაანადგურა ღარიბთა მატერიალური მდგომარეობა მთელს მსოფლიოში. მიმდინარე შეფასებებით, 2020 წელს 60 მილიონი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურეს სიღატაკეში. ეს რიცხვი, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება და მისი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორიმოწინავე ეკონომიკის ქვეყნების გახსნა გახდება.

დღევანდელი სტრატეგიული არჩევანი, მათ შორის, ვალისუფრო მეტი გამჭვირვალობა ახალი ინვესტიციის მოსაზიდად, ციფრული კავშირის სწრაფი განვითარება და ღარიბებისთვის ფულადი უსაფრთხოების სისტემების ქსელის მნიშვნელოვანიგაფართოება, ხელს შეუწყობს ზარალის შემცირებასა და უზრუნველყოფს აღდგენითი პროცესების უფრო მეტ ეფექტიანობას.პროდუქტიული ინფრასტრუქტურის დაფინანსება და მშენებლობა განვითარების ყველაზე რთულად გადასაწყვეტი გამოწვევაა პანდემიის შემდგომ აღდგენის პროცესში. საჭიროამივიღოთ ზომები სასამართლო პროცესების დაჩქარების, გაკოტრების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და ძვირადღირებულისუბსიდიების, მონოპოლიებისა და იმ დაცული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიზნით, რომლებმაც შეანელეს განვითარება”, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპესმა.

პანდემიასთან დაკავშირებული ღრმა კრიზისები სავარაუდოდ მრავალი წლის მანძილზე უფრო გაამწვავებენ და შეანელებენეკონომიკურ ზრდასა და წარმოებას,რომლებიც ცხოვრების მაღალი დონის სტანდარტებისა და სიღარიბის შემცირების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. უთანასწორობის პრობლემას ემატება შენელებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და აქედან გამომდინარე,ღარიბები და მოსახლეობის დაუცველი ფენები ყველაზე მეტად ზარალდებიან როგორც პანდემიისა და ეკონომიკისდაღმასვლის, ასევე ინფექციის, სკოლების დახურვისა და ფულადი შემწეობების ნაკადისმოცულობის შემცირების გამო.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად გატარებულმა ზომებმა შეარყია ისედაც უკვე მყიფე გლობალური ეკონომიკა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ვარდნა როგორც მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ასევე ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ბაზრებსა დაგანვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში (შემოკლებით – EMDEs). როგორც ანალიტიკურ მოხსენებაში არის აღნიშნული, უფრო მეტად დაზარალდებიან ის EMDEs, რომელთაც ჯანდაცვის სუსტი სისტემები გააჩნიათ, ან მეტწილად გლობალურ ვაჭრობას, ტურიზმს ან უცხოეთიდანფულად გზავნილებს ეყრდნობიან. განსაკუთრებული ზიანი ადგებათ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ იმ ბაზრებსა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებიც ნედლეულის ექსპორტზე არიან დამოკიდებული.

გრძელვადიან პერიოდში პანდემიის გამოხანგრძლივი ზიანი მიადგება რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის შემცირდება ინვესტიციები, დაინგრევამატერიალური და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დახურვის, განათლებისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო; ასევე უკან დაიხევს გლობალური ვაჭრობა და სასაქონლო მიწოდება. ეს ფაქტორები შეამცირებს შესაძლო შედეგებს – იმ შედეგებს, რომლითაც ეკონომიკას შეუძლია შეინარჩუნოს სრული დასაქმება და შესაძლებლობები – და ასევე შეამცირებს შრომის ნაყოფიერებას მომავალში. უკვე არსებული მოწყვლადობის ფაქტორები, თანდათან გამქრალი დემოგრაფიული დივიდენდები და სტრუქტურული შეფერხებები კიდევ უფრო გააძლიერებენ პანდემიასთან დაკავშირებული ვარდნის პროცესით გამოწვეულ გრძელვადიან ზარალს.

„როდესაც პანდემია დაიწყო, მრავალი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი და განვითარებადი ეკონომიკა უკვე დაუცველი იყო რეკორდულად მაღალი დავალიანების დონისა და გაცილებით სუსტი ზრდის გამო. სტრუქტურულ პრობლემებთან ერთად ეს გააძლიერებს პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნის გრძელვადიან ზარალს.

გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭიროზარალის შესამცირებლად, ეკონომიკის აღსადგენად, იმისათვის რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ძლიერი, მოქნილი და მდგრადი გახდეს,”- განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ჯეილაფ აზარბაშიოღლუმ.

როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერიოდის აღდგენის პოლიტიკა გულისხმობს ჯანდაცვის მომსახურებების გაძლიერებასა და მიზნობრივი ღონისძიებების დაწესებას ზრდის განახლების ხელშესაწყობად. ეს მოიცავს კერძო სექტორის შენარჩუნების მცდელობებსა და უშუალოდ ხალხის მიერ ფულის მიღებას რათა შესაძლებელი იყოს ბიზნესის შექმნისაკენ სწრაფი დაბრუნება პანდემიისგაქრობის შემდგომ.ზარალის შემარბილებელი პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ეკონომიკური საქმიანობა მიზნობრივი დახმარების მეშვეობით, რათა უზრუნველყონ საოჯახო მეურენობების, ფირმებისა და სახელმწიფოს აუცილებელი ძირითადი მომსახურებების ლიკვიდურობა. ამავდროულად, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი პირები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ შესაძლო ფინანსურ შეფერხებებს.

აღდგენის პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფო მხარდაჭერის შემცირების რეგულირება და მიზნად უნდა დაისახონ განვითარების უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები. ანალიტიკური კვლევა განიხილავს ახალი კაპიტალის მოწესრიგებული გადანაწილების მნიშვნელობას იმ სექტორების მიმართულებით, რომლებიც პროდუქტიულები არიან პანდემიის შემდგომიახალი სტრუქტურების წარმოქმნის დროს. წარმატების მისაღწევად ქვეყნებმა უნდა გაატარონ რეფორმები, რომლებიც საშუალებას მისცემს კაპიტალს და სამუშაო ძალას შედარებით სწრაფად მოახდინონ ადაპტაცია დავის გადაწყვეტის დაჩქარებით, მარეგულირებელი ბარიერების შემცირებით, და ძვირადღირებული სუბსიდიების, მონოპოლიების და იმ დაცული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებით, რომლებმაც შეანელეს განვითარება.

ბევრი ქვეყნისათვის მომავალი ეკონომიკური მდგრადობა დამოკიდებული იქნება მათ შესაძლებლობებზე, რომ აღდგენის პროცესში შექმნან და შეინარჩუნონ მეტი ადამიანური და მატერიალური კაპიტალი. პანდემიის შემდგომი პერიოდის მსოფლიოში, არსებითი მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ პოლიტიკას რომელიც გამოხატავს და ხელს უწყობს ახალი სახის სამუშაოების, ბიზნესებისა და მართვის ახალ სისტემების შექმნას.ფინანსური ვალდებულებების და ინვესტიციების გამჭვირვალობის გაზრდა ასევე აღადგენს ნდობასა და ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას.

გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და ეკონომიკური ზრდის გლობალურმა დაღმასვლამ გამოიწვია ნავთობის ფასების ერთთვიანი ყველაზე მკვეთრი ვარდნა მარტის თვეში. ნავთობის ფასების გაიაფებას, რაც მოთხოვნიდან იყო განპირობებული და ნავთობის მწარმოებლების უთანხმოებას ნავთობის მოპოვების ობიექტებისგამო, თან მოჰყვა მსოფლიო ნავთობის მარაგების მკვეთრი ზრდა. ანალიტიკური კვლევა ასევე დეტალურად ასახავს ნავთობის ფასების დაცემის შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ენერგიის ექსპორტიორი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნების/EMDEs-ი ეკონომიკებისთვის.

მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე ტრანსპორტზე და მოგზაურობაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავთობის დაბალმა ფასებმა ხელი შეუწყოს ზრდას, პირიქით, მწარმოებლების ფინანსების შემდგომი შესუსტების გზით შესაძლოა უფრო გაიზარდოს ზარალი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. საუკეთესო შემთხვევაში, ნავთობის დაბალმა ფასებმა შეიძლება უზრუნველყონ გლობალური აქტივობის მხოლოდ უმნიშვნელო მხარდაჭერა აღდგენის პროცესისსაწყის ეტაპზე.

„ნავთობის ექსპორტის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრები და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები აღნიშნულ კრიზისში შევიდნენ შესუსტებული ფისკალური პოზიციებით, მას შემდეგ რაც მათ მოუწიათ გადაეტანათ ნავთობის ფასების დაცემა 2014-2016 წწ-ში. ამას დაემატა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისი და ამჟამად ამ ქვეყნების ეკონომიკა განიცდის მკვეთრ ვარდნას, ვინაიდან მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები სწრაფად ეცემა.

მაშინაც კი, თუ ნავთობის ფასები გაიზრდებანავთობზე გლობალური მოთხოვნისაღდგენის შესაბამისად, ფასების ბოლოდროინდელი ვარდნა კიდევ ერთი შეხსენებაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის, რომ სასწრაფოდ გააგრძელონ რეფორმები საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის,”- განაცხადა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების მიმართულების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.

ნავთობის ამჟამინდელი დაბალი ფასები ასევე იძლევა შესაძლებლობას, გადაიხედოს ენერგეტიკაში ფასწარმოქმნისპოლიტიკა, რადგან ენერგორესურსების იმპორტიორმა EMDEs ქვეყნებმა უნდა უარი თქვან ძვირადღირებული სუბსიდიების სქემებზე და თავიანთი შეზღუდული ფისკალური რესურსები გადაანაწილონ უფრო მაღალი პრიორიტეტულობის მქონე ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების გაუმჯობესების ხარჯებზე.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის რეაგირება COVID-19-ზე

მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსებისა და ცოდნის ერთერთი უდიდესი წყაროა განვითარებადი ქვეყნებისთვის, ვრცელ და სწრაფქმედით ზომებს იღებს, რათადაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს პანდემიაზე რეაგირების გაძლიერებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს, ვმუშაობთ, რომ უზრუნველყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდების უწყვეტობა, და ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს გააგრძელოს მუშაობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ჩვენ 15 თვის განმავლობაში გამოვყოფთ 160 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ფინანსურ დახმარებას, რომ 100-ზე მეტ ქვეყანაში დავეხმაროთ ღარიბებსა და დაუცველთა ფენას, შევინარჩუნოთ კერძო სექტორი და დავაჩქაროთ ეკონომიკის აღდგენა. ზემოთ აღნიშნულ თანხაში შედის აგრეთვე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) ახალი რესურსი 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, გრანტებისა და უაღრესად ხელსაყრელი სესხების სახით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები