ვაშინგტონში 1,5 ათასამდე სამხედრო გადაისროლეს

ვაშინგტონის მახლობლად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის ფონზე, 1,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს.

ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონის წარმომადგენელზე, ჯონათან ხოფმანზე დაყრდნობით იტყობინება.

ხოფმანმა დააზუსტა, რომ სამხედროები “საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან”, თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ ეხმარებიან.

გვიან ღამით, ე.წ კომენდანტის საათის მიუხედავად, თეთრ სახლთან აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ და სხვადასხვა ლოზუნგს სკანდირებდნენ, მათ შორის ისმოდა დონალდ ტრამპის გადადგომის მოთხოვნაც.

თავად თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ში ვაშინგტონი “მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილად” დაასახელა.

გუშინ დედაქალაქში აქციის მონაწილეებმა, ოფიციალური მონაცემით, ერთი საპოლიციო მანქანა დაწვეს, ორი სამართალდამცველი დაშავდა, ასევე, 300-მდე ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები