ირანში კორონავირუსის ახალი ტალღაა – ბოლო ერთ დღეში 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთ დღეში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 157 576 ინფიცირებულია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სულ 123 077 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ასევე, განახლებული სტატისტიკით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 64 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 7 942 ლეტალური შემთხვევაა.
უკანასკნელად ირანში ერთ დღეში 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, 31 მარტს დაფიქსირდა, რაც, ქვეყნის პრეზიდენტის შეფასებით, პიკური მაჩვენებელი იყო.
ბოლო პერიოდში ისლამურ რესპუბლიკაში ვირუსის ნახტომისებრი გავრცელება ფიქსირდება: ვარდნა მატებით იცვლება და პირიქით.