არეულობის პარალელურად, აშშ-ში კორონავირუსი მძვინვარებს – ბოლო 24 საათში 21 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში კორონავირუსის 21 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 1 811 277 ინფიცირებულია.
1-ელი ივნისის მდგომარეობით, 20 007 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 784 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 105 147 გარდაცვლილია; წინა დღის მონაცემით, დაავადებას 605 მსხვერპლი ჰყავდა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საავადმყოფოებიდან 458 231 პაციენტია გაწერილი.