რუმინეთის პრემიერი მოხსნილი პირბადისა და მოწევის გამო დააჯარიმეს
რუმინეთის მთავრობის მეთაური, ლუდოვიკო ორბანი ეპიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების, მათ შორის, ნიღბის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
Euractiv-ის ინფორმაციით, ორბანმა ჯარიმის სახით 617 ევრო გადაიხადა, რადგან ის დახურულ სივრცეში ეწეოდა და ნიღბის გარეშე იყო.
ქვეყანაში სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ორბანი საკუთარ სამუშაო ოთახში მინისტრებთან ერთად ზის პირბადის გარეშე და ეწევა.
პრემიერმა დარღვევა აღიარა და თქვა, რომ მინისტრები მის კაბინეტში 25 მაისის მძიმე დღის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ, მისი დაბადების 57-ე დღის აღსანიშნავად. მან თქვა, რომ თუ კანონი ირღვევა, მას სასჯელიც უნდა მოჰყვებოდეს.
რუმინეთში კორონავირუსის 19 133 შემთხვევაა, 1 253 პირი გარდაიცვალა.