აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის მრჩეველი: ტრამპის გამოსვლა ისტორიას “არასწორი მიზეზების” გამო შერჩება

აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის მრჩეველი, CNN-ის ანალიტიკოსი პოლიტიკის საკითხებში, დევიდ გერგანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ გვიან ღამით გაკეთებული განცხადება ხალხს “არასწორი მიზეზების” გამო დაამახსოვრდება.

გერგანმა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ძმის, რობერტ კენედის გამოსვლა გაიხსენა, სადაც ის მოსახლეობას მარტინ ლუტერ კინგის გარდაცვალება ამცნობს. კენედიმ თქვა, რომ კრიზისის დროს ლიდერებმა ხალხი უნდა გააერთიანონ და არა – გახლიჩონ ისინი.

“კენედი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, როდესაც მარტინ ლუტერ კინგს არა მხოლოდ ესროლეს, არამედ ის გარდაიცვალა. მას ხალხის წინ უნდა ევლო, ძირითადად, ფერადკანიანი მოსახლეობის წინაშე, რომელმაც არც იცოდა კინგის გარდაცვალების შესახებ. კრიზისის დროს მომხსენებელი ვალდებულია, ხალხი გააერთიანოს და არა – გახლიჩოს ის, უნდა გააერთიანოს და ანუგეშოს. ეს არის ის, რაც კენედიმ გააკეთა. მან აჩვენა, რომ ძალიან წუხს მომხდარის გამო და საუბრობდა იმაზე, რომ თავად დაკარგა მკვლელობის შედეგად ძმა, რომ ისიც იყო განრისხებული და ესმის ხალხის ემოციის, თუმცა ისწავლა ამ ტრაგედიასთან ცხოვრება”, – თქვა გერგანმა.

მისი თქმით, ტრამპის გამოსვლა ამ ყველაფრის საპირწონე იყო.

“არ მსმენია აქამდე, რომ პრეზიდენტს კრიზისის დროს ხალხის წახალისება მოეხდინოს ძალადობისკენ. დღევანდელი გამოსვლა ისტორიას დარჩება, ოღონდ სრულიად არასწორი მიზეზების გამო”, – აღნიშნა დევიდ გერგანმა.

ტრამპმა თავის გამოსვლაში აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს “ძალადობრივი პროტესტი” უწოდა  და “შიდა ტერორისტულ აქტებად” შეაფასა, ასევე, არეულობების ჩასახშობად სამხედროების გამოყვანით დაიმუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები