სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის დირექტორს ედუარდ მარტიროსიანს, 1-ელ ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი ერთ-ერთი ღონისძიების გამოძიება დაავალა.
ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა და ღონისძიების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
კადრებში ადამიანების მასობრივი თავშეყრაა, რომელიც, სავარაუდოდ, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა.
“ეს ვიდეო გამომიგზავნეს და მითხრეს, რომ ის შენგავითის ადმინისტრაციულ რაიონშია გადაღებული. ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს გამოძიება დავავალე”, – დაწერა ფაშინიანმა.