კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი, 24 პირის ტესტირების პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 პირის ტესტის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე, საკარანტინე სივრცეებიდან ყოველდღიურად მიმდინარეობს.
რეგიონში ამ დროისთვის 6 საკარანტინე ლოკაციაზე 143 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 11 პირი რჩება.

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში, ჯამურად, 4169 ნიმუშია გაგზავნილი. აქედან 1326 მედპერსონალის, 1525 – საკარანტინე ზონებიდან, 223 – შშმ პირის და 24 – ტრაილერის მძღოლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები