სომხეთში ერთ დღეში ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

​სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში ვირუსი 10 009 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაავადებას 19 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 158 ლეტალური შემთხვევაა.

განახლებული სტატისტიკის თანახმად, დავადების დამარცხება 3427 -მა პირმა შეძლო, სულ 59917 ტესტია გაკეთებული.

პირველ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი ქვეყნის პრემიერმინისტრსა და მისი ოჯახის ყველა წევრს აქვს დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები