ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა კორონავირუსთან ბრძოლის ძალისხმევა და მსოფლიოში ეკონომიკური საქმიანობის განახლება განიხილეს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ მოქალაქეებზე ზრუნვაში ძალისხმევას არ იშურებს და ცდილობს, სხვა ქვეყნებს დაეხმაროს.

ასევე, ხაზი გაესვა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს ფოლტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატი გადასცა.

ასევე, თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი შეიარაღების ეფექტურ კონტროლსა და “დიდი შვიდეულის” ორგანიზებას შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები