ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან შეტაკება მოხდა – პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან არეულობა მოხდა, რა დროსაც პოლიციამ შეკრებილების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

Reuters-ის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ლიდერი თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა იოანეს ტაძრისკენ გაემართა, რომელსაც წინა ღამით ცეცხლი მოუკიდეს, იქვე იპოვა ბიბლია და ფოტო გადაიღო.

შეკრებილების დასაშლელად ეროვნული გვარდიის პოლიცია, საიდუმლო სამსახური, შსს-ს პოლიცია, ასევე, კოლუმბიის ოლქის პოლიცია იყო გამოსული.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ტერიტორიის გაწმენდა ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები