ტრამპი: აშშ ხელში ჩაიგდეს ანარქისტებმა, მაროდიორებმა, ქვეყანაში ტერორია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყანა ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეთა ჯგუფებმა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონულმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დამნაშავეებისგან, რომლებიც ქვეყანაში არეულობებს აწყობენ, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა ვერ შეძლეს.

“ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ხელში პროფესიონალმა ანარქისტებმა, მაროდიორებმა, დამნაშავეებმა და მოძალადეთა ჯგუფებმა ჩაიგდეს. რიგმა შტატმა და ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომა ვერ მიიღეს”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კანონისა და ე.წ. კომენდანტის საათის დამრღვევებს კანონის მთელი სიმკაცრით დასჯიან.

“კომენდანტის საათი” მკაცრად იქნება შესრულებული. ის, ვინც მშვიდობიან ცხოვრებასა და უძრავ ქონებას საფრთხეს უქმნის, იქნება დაკავებული და კანონის წინაშე აგებს პასუხს. მინდა, რომ ამ ტერორის ორგანიზატორებმა იცოდნენ,  თქვენ  სისხლის სამართლის უმკაცრესი პასუხისმგებლობა გელოდებათ, ასევე, პატიმრობის მრავალი წელი. აქ “ანტიფას” წევრებიც და სხვა მსგავსი ჯგუფები შედიან”, – თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ის, რაც მოხდა, არის “შიდა ტერორი”.

“აქ, ქვეყნის დედაქალაქში პოლიციის განყოფილება ჩაიგდეს ხელში, ლინკოლნისა და მეორე მსოფლიო ომის მემორიალზე ვანდალიზმის ფაქტები მოხდა. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ტაძარს ცეცხლი მოუკიდეს. ოფიცერი კალიფორნიაში, ასევე, აფროამერიკელი გმირი მოკლეს. ეს პროტესტის აქტები არ არის, ეს საშინაო ტერორის აქტებია, უდანაშაულო სიცოცხლის მოსპობა და უდანაშაულოთა სისხლისღვრა – კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია”, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები