რუსეთში კორონავირუსი 400-ზე მეტ ჟურნალისტს აქვს დადასტურებული, არიან გარდაცვლილებიც
რუსეთის ჟურნალისტთან კავშირის თავმჯდომარის, ვლადიმირ სოლოვიოვის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი 400-ზე მეტ ჟურნალისტს აქვს დადასტურებული, 5 გარდაცვლილია.
ამის შესახებ “ინტერფაქსი” წერს.
მისი თქმით, კალინინგრადში კორონავირუსისგან შესაძლოა, კიდევ ერთი ჟურნალისტი იყოს გარდაცვლილი, თუმცა აღნიშნული ჯერ დადგენილი არ არის.
“ინფიცირებულთა რაოდენობა 400-ზე მეტია, მათ უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს”, – აღნიშნა სოლოვიოვმა.
1-ელი ივნისის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსი 414 878 პირს აქვს დადასტურებული, 4 855 ლეტალური შემთხვევაა, 171 883 პაციენტი განიკურნა.