სოსო არჩვაძე: ხელისუფლება ეკონომიკას პოსტპანდემიური პერიოდისათვის ამზადებს

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ გიორგი გახარია პარლამენტს ორჯრ ეწვია და, სხვადასხვა პოლიტიკური ასპექტის გარდა, ეკონომიკის კრიზიდან გამოყვანის გეგმაზეც მოუწია განმარტებების გაკეთება. სწორედ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ავკარგიანობაზე ვესაუბრეთ ეკონომისტსა და სტატისტიკის სპეციალისტს, სოსო არჩვაძეს.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში პრემიერის ორჯერ გამოსვლამ. რა პასუხი მიიღო საზოგადოებამ ანტიკრიზისულ გეგმაზე?

პრემიერმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. მეტსაც გეტყვით, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, არამედ ეს იყო განაცხადი იმისა, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება მომავალში პერიოდში. ვფიქრობ, ხელისუფლებამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ხელისუფლება სერიოზულად ემზადება იმისათვის, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენაზე დიდი დრო არ დაიხარჯოს.

ოპოზიცია საკმაოდ კრიტიკული იყო. რამდენად საფუძვლიანი და სამართლიანი იყო მათი შენიშვნები, ისინი უფრო მეტი თანხების მობილიზებას ითხოვდნენ და ასე შემდეგ?

როგორც წესი, ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია და ეს ქართული ნოუ ჰაუ არ არის. ოპოზიცია იმისათვის არის, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება და იბრძოლოს ხელისუფლებაში მოსასვლელად, თუმცა ეს მეთოდები უნდა იყოს ლეგიტიმური და კრიტიკა საფუძვლიანი და არგუმენტირებული. ვისურვებდი, რომ ოპოზიციამ, ისევე როგორც ხელისუფლებამ, აქცენტი საქმეზე გააკეთონ და პიროვნულ შეურაცხყოფას ნაკლები დრო დაუთმონ.

თქვენ რა კორექტივებს შეიტანდით ანტიკრიზისულ გეგმაში და შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოეყო და უფრო მეტი ადამიანი მოეცვა ამ გეგმას?

ასეთი ტიპის ვირუსისა და მის მიერ გამოწვეული გართულებებთან ბრძოლის პროტოკოლი ახლა დგება. ვგულისხმობ ეკონომიკურ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც კოვიდმა შექმნა. ფაქტობრივად, სიარულს პირდაპირ სირბილით ვსწავლობთ. ამ ეტაპზე ყველა რისკის ზუსტად გათვლა და ფინანსური რესურსის იქეთ მიმართვა ძალიან ძნელია. ერთ მაგალითს გეტყვით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თავდაპირველად ივარაუდა, რომ კოვიდის გამო უმუშევრობა მსოფლიოში 25 მილიონით გაიზრდებოდა, თუმცა მალევე ამ პროგნოზში კორექტივები შეიტანა და ეს რიცხვი 305 მილიონამდე გაზარდა. როგორც ვხადავთ, პირველ და ბოლო პროგნოზს შორის ცდომილება ძალიან დიდია. ქრისტინა ლაგარდი, რომელიც ახლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელია, თავდაპირვლად აცხადებდა, რომ ევროკავშირის მასშტაბით ეკონომიკა 8-12 პროცენტით შემცირდებოდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ რიცხვების კორექტირება კიდევ მოხდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ შექმნილ სიტუაციაში სად და ეკონომიკის რომელს სფეროს როგორი და რა მოცულობის დახმარება დაჭირდება საქართველოს ხელისუფლებასაც უჭირს.

უკვე ვიცით, რომ პანდემიის გამო აპრილში თითქმის 16%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. მეტიც, ისიც ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა ეკონომიკის საკმაოდ დიდი ვარდნით დაასრულებს. რას უნდა ველოდოთ გაართმევს ხელისუფლება თავს ამ გამოწვევას?

აპრილი, ფაქტობრივად, “მკვდარი თვე” იყო. რისი გაჩერებაც შეიძლებოდა, თითქმის ყველაფერი გაჩერდა. მაისში გარკვეული მოძრაობები დაიწყო და, პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკის ვარდნა 4 პროცენტს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს,რომ სიტუაცია აღარ დამძიმდება და სტაბილიზაცია მოხერხდება.

სამშენებლო სექტორისათვის შეთავაზებული დახმარება და იპოტეკის სუბსიდირება გაამართლებს, რა ეფექტს უნდა ველოდოთ მთავრობის ამ წამოწყებიდან?

კრიზის შემდეგ თითქმის ყველა სფეროში მოთხოვნა იზრდება. მშენებლობა შეიძლება, შევადაროთ ერთგვარ აღმძვრავ ღვედს ავტომობილში, რომელსაც ყველა დეტალი და ძრავი მოძრაობაში მოჰყავს. მშენებლობას უამრავი მომიჯნავე დარგი აქვს და მისი გააქტიურება ამ დარგების გააქტიურებასაც იწვევს. მშენებლობას სჭირდება ტრანსპორტი სამშენებლო მასალების გადასატანად, აშენებულ სახლს სჭირდება ტექნიკა და ავეჯი. იწყება კომუნალურების გადახდა და ასე შემდეგ. მოკლედ, მშენებლობა ბიძგს აძლევს ეკონომიკურ აქტივობას. მისი მულტიპლიკატიური ეფექტი მაღალია და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორს მე უაღრესად დროული და საჭირო მგონია. მაგალითად  მულტიპიკატორული ეფექტი მშენებლობაში არის სამჯერ უფრო მაღალი, ვიდრე – ამა თუ იმ მიმართულებების სოციალური ღონისძიებების დაფინანსება. ისე არ გამიგოთ, თითქოს, სოციალური მიმარულებების დაფინანსებას ვეწინააღმდეგებები. შედარებისათვის იმასაც გეტყვით, რომ 2012 წელში სოციალური მიმართულება,ანუ განათლება, ჯანდაცვა და სხვა ცოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯებოდა ბიუჯეტის 32 პროცენტი. ახლა ეს რიცხვი 48 პროვენტამდე გაზრდილი, რაც ასევე მისასალმებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები