თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების სასახურმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მისი მეუღლე მელანია ტრამპი და შვილი ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა, სადაც მათ, დაახლოებით, ერთი საათი გაატარეს.
ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
თეთრ სახლთან აქციის მონაწილეებმა დროშები დაწვეს, ასევე, ახლოს მდებარე ტაძარს ცეცხლი მოუკიდეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, პოლიციამ ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
არეულობის ფონზე ვაშინგტონში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.