სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის კიდევ 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 9402 ინფიცირებულია.

ქვეყნის ჯანმრთელობისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ დღე-ღამეში ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 139 ლეტალური შემთხვევაა.

ახალი სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 3402 პირმა შეძლო.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი ქვეყნის პრემიერმინისტრსა და მის ოჯახს დაუდასტურდა.

ნიკოლ ფაშინიანის ვარაუდით, ის ოფიციანტისგან დაინფიცირდა, რომელმაც მას ჭიქა წყალი მიაწოდა.

ამასთან, როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა განაცხადა, ამ ეტაპზე, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრების კორონავირუსზე ტესტირება არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები