ჰოლივუდში, დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავი ამოტეხეს
ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით, აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ჰოლივუდში, დიდების ხეივანში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელობის ვარსკვლავი ამოტეხეს.
46 წლის მამაკაცის გარდაცვალება ტრამპმა “ტრაგედიად” შეაფასა, თუმცა ქვეყანაში არეულობა დაგმო და შტატების გუბერნატორებსა და, მერებს ვითარების დარეგულირების მიზნით, ეროვნული გვარდიის ჩართვისკენ მოუწოდა.
აშშ-ის 40-ზე მეტ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათია გამოცხადებული, 15 შტატსა და ვაშინგტონში არეულობის ჩახშობაში ეროვნული გვარდიაა ჩართული.