ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია ლონდონშიც გაიმართა – 23 ადამიანია დაკავებული
აშშ-ის შემდეგ, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია ლონდონშიც გაიმართა, რომლის შედეგად პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.
აქცია ტრაფალგარის მოედანსა და ბრიტანეთში აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა. შეკრებილებმა რასობრივი დისკრიმინაციის შეწყვეტა და ფლოიდის გარდაცვალებაში დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.
ამასთან, აქციის დროს “სხვადასხვა დარღვევისთვის” პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.
როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ყველა დაკავებული პატიმრობაში რჩება.
აფროამერიკელი ჯოპრჯ ფლოიდის დაკავება 25 მაისს აშშ-ში მინეაპოლისში მოხდა. რა დროსაც პოლიციამ ძალას გადაამეტა და 46 წლის ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულმა ფაქტმა ქვეყნის ათობით ქალაქში პროტესტი გამოიწვია.