სომხეთმა 1 მლნ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო

სომხეთმა 1 მლნ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო და რუსეთს გაუთანაბრდა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

“კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით, 1 მილიონ მოსახლეზე ირანსა და საფრანგეთს გავუსწარით და რუსეთის მაჩვენებელს მივუახლოვდით”, – თქვა პრემიერმა ონლაინბრიფინგის დროს.

მისი თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთი შესაძლოა, იტალიას “დაეწიოს”.

ფაშინიანის თქმით, შექმნილი ვითარება გამომდინარეობს იქედან, რომ არ სრულდება ეპიდსაწინააღდეგო წესები და მოქალაქეების მხრიდან ვირუსის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების გამო.

მას კვლავ მოუწოდა ხალხს, დაიცვან ე.წ.ნიღბის რეჟიმი, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესები.

29 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით 8676 აქვს დადასტურებული, 120 ლეტალური შემთხვევა და 3297 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები