აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5 ათასს აღწევს
აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 4 989 ინფიცირებულია.
რესპუბლიკაში ვირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა.
განახლებული სტატისტიკით, COVID-19-ის დამარცხება 3225-მა პირმა შეძლო.