რუსეთის კოლონიაში მოთავსებული რუსი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა

რუსი ჟურნალისტი, უფლებადამცველი, ოპოზიციონერი, 66 წლის სერგეი მოხნატკინი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შესახებ მედიას მისმა მეუღლემ განუცხადა.

გასულ კვირას მოხნატკინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რის გამოც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჟურნალისტმა ტრავმები არქანგელსკის გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნის დროს მიიღო, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხერხემალი დაუმტვრიეს. გასულ წელს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ჟურნალისტის ახლობლების თქმით,  საავადმყოფოში მისი გადაყვანა მხოლოდ უფლებადამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

გამოსასწორებელ კოლონიაში მოხნატკინი 2013 წელს აქცია „სტრატეგია-31“-ში მონაწილეობის მიღების შემდეგ მოხვდა.

მას სამართალდამცველის ცემაში დასდეს ბრალი.

კოლონიაში ყოფნისას ის აქტიურად იცავდა პატიმრების უფლებებს და არაერთხელ გახდა რეპრესიული მოპყრობის მსხვერპლი. რუსეთის უფლებადამცველმა თანამეგობრობამ ის პოლიტპატიმრად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები