საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19-ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს ეძღვნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.

კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს: გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერმინისტრმა – ჯასტინ ტრიუდომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერმინისტრმა – სინძო აბემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა – ბორის ჯონსონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები