ეგვიპტეში სანიტარული უსაფრთხოების სერტიფიკატი უკვე 78-მა სასტუმრომ მიიღო

ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯანდაცვის ყველა ნორმების შესაბამისი სერტიფიკატი უკვე 78-მა სასტუმრომ მიიღო, რაც მის მფლობელებს მუშაობის განახლების შესაძლებლობას მისცემს.

ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრის თანაშემწე აბდელფათაჰ ალ-ასიმ Facebook-ში დაწერა.

მან იმ სასტუმროების ნუსხა წარადგინა, რომლებმაც შესაბამისი სერტიფიკატი შემდეგ პროვინციებში მიიღეს: წითელი ზღვა, მათრუჰი, ამექსანდრია, ქაირო, სუეცი, ლუქსორი და ქენა.

ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებსა და ტურისტულ ფირმებს,  რომ ეთანამშრომლონ მხოლოდ სერტიფიკატის მქონე სასტუმროებს.

ეგვიპტის მთავრობამ 15 მაისიდან სასტუმროების მუშაობის განახლების განკარგულება გასცა, თუმცა – მხოლოდ 25%-ის დატვირთვით, 1-ელი ივნისიდან კი დატვირთვა 50%-ით გაიზრდება.

სასტუმრო შეიძლება, გაიხსნას იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს პირადი დაცვის საშუალებები, მოწყობილი სამედიცინო პუნქტი, ასევე, დეზინფექციის ნორმები სრულდება. სასტუმროებში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები