უკრაინაში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 32 ბავშვია

უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევებმა 477-ით გაიზარდა და 22 382 ინფიცირებულს შეადგენს, მათგან 1627 ბავშვი და 4345 მედპერსონალია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 32 ბავშვია და 104 – მედპერსონალი.

მინისტრის თქმით, გასულ დღე-ღამეში 11 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ქვეყანაში უკვე 669 გარდაცვლილია.

ამასთანავე, განახლებული სტატისტიკის თანახმად, ვირუსის დამარცხება სულ 8439-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები