სომხეთში კორონავირუსს ერთ დღეში 15 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 442-ით გაიზარდა
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 8 216 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, გასულ 24 საათში ვირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 113 ლეტალური შემთხვევაა.
განახლებული სტატისტიკის თანახმად, ვირუსის დამარცხება 3287-მა პირმა შეძლო.
ქვეყანაში სულ 54931 ტესტია გაკეთებული.