ქართული “კამიკაძე ლოჯია“ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე

   ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პავილიონი -“კამიკაძე ლოჯია“ 2014 წლის ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე მონაწილეობს. კულტურის სამინისტროს განცხადებით: „საქართველოს პავილიონი 55-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის ბიენალეზე, წარმოდგენილ იქნა არსენალეს ძველი შენობის პარაზიტული მიშენება-განვრცობის სახით. მისი ავტორები არიან: მხატვარი – გიო სუმბაძე და კურატორი – იოანა ვარშა. პავილიონმა უმასპინძლა ბულიონის ჯგუფის, თეა ჯორჯაძის, ნიკოლოზ ლუთიძის, გელა პატაშურის, ეი არაკავასა და სერგეი ჩერეპნინის გამოფენებს. პროექტის კონცეფცია კარგად მოერგო იმ ფაქტს, რომ საქართველოს მუდმივი პავილიონი არ გააჩნია ვენეციაში. ბიენალეს ტერიტორიაზე არსებული შენობის სახურავზე, რომელიც ოფიციალურად იქირავა სამინისტრომ (60კვმ), აშენდა დროებითი არქიტექტურულ-მხატვრული ობიექტი – პავილიონი – კამიკაძე ლოჯია, რომელიც ეხმიანება საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულ არაფორმალურ არქიტექტურულ სტილს.“ საქართველოს პავილიონი ვენეციის 55-ე ბიენალეს ერთ-ერთ საუკეთესო მოვლენად იქნა აღიარებული და ფართო გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო პრესაში. სამინისტროს განცხადებით, კონკურსში მონაწილე პროექტების შემოტანის ბოლო ვადა 2014 წლის 30 იანვარი იყო. მათივე ინფორმაციით, ვენეციის არქიტექტურის მე-14 საერთაშორისო გამოფენა 2014 წლის 7 ივნისიდან 23 ნოემბრამდე გაიმართება. ახალი პროექტი შეირჩევა საერთაშორისო კომისიის მიერ, რომელსაცსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები