აზერბაიჯანში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში უკვე 4 568 ინფიცირებულია.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ვირუსს კიდევ 2 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 54 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 2 897 პირმა შეძლო.

კლინიკებში მოთავსებული პირებისგან 49-ის მდგომარეობა მძიმეა, 63 საშუალო სიმძიმის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები