შშმ პირი სასჯელს “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის იხდის, ოჯახი კი ექსპერტიზას ითხოვს – “ფსიქიკური აშლილობა აქვს”

შშმ პირი, მ. მგალობლიშვილი სასჯელს “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის იხდის. თუმცა, როგორც მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, პატიმარი არაადეკვატურია და აქვს მწვავე თანმხლები დაავადებები.
​ოჯახის მოთხოვნაა, რომ, მიუხედავად არსებული დასკვნებისა, მამაკაცი ექსპერტიზაზე წაიყვანონ და პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალოს.
​”ედავებიან “ქურდული სამყაროს” წევრობას. კაცი არის არაადეკვატური, პირველი ჯგუფის ინვალიდი, მკვეთრად შეზღუდული უნარით, ატაქციით, აქვს ეპილეფსია, ფსიქიკური აშლილობა და დეგენერაციული დაავადებები. ჩაუტარდა ტრეპანაცია, თავის ქალა აქვს ახდილი. ამ ყველაფერზე გამოკვლეულია და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები აწერენ ხელს, დასკვნაში ნათქვამია, რომ მამაკაცი საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას. ინვალიდობის პენსიას იღებს. გვაქვს ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის დასკვნაც.
​მამა ვერც კი ხვდება, რაზეა დაჭერილი.
​ჩვენი სურვილია და ვიხვეწებით, რომ დაუყოვნებლივ ციხიდან წაიყვანონ ექსპერტიზაზე. თუ ამ საბუთებს არ ენდობიან, თვითონ ჩაუტარონ შესაბამისი გამოკვლევები, თავის გაუსაძლისი  ტკივილები აქვს. ნეიროქირურგი არ ჰყავთ ციხეში. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ შიდაპატიმრობა მაინც მისცენ, სასამართლო 8 ივნისსაა ჩანიშნული”, – ამბობს “კვირასთან” საუბრისას მსჯავრდებულის შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები