დონალდ ტრამპი: დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთიდან ქვეყნის ჯარის სრულად გაყვანის სურვილი ისევ გამოთქვა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ავღანეთში ჩვენ ვიქცევით საპოლიციო და არა საბრძოლო ძალებივით, რაც სინამდვილეში ვართ. 19 წლის შემდეგ დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ. დააბრუნეთ ჩვენი ჯარისკაცები სახლში, მაგრამ ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენებს და, საჭიროების შემთხვევაში, ელვისებური დარტყმა მიაყენეთ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება მან თეთრ სახლში პრესკონფერენციაზეც გააკეთა. მისი თქმით, “იქ ყოველთვის შევძლებთ დაბრუნებას, თუ მოგვინდება”.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა სამხედროების დაბრუნების სავარაუდო ვადა მადლიერების დღე, რომელიც წელს 26 ნოემბერს აღინიშნება, ტრამპმა თქვა, რომ “არა, არ მაქვს სავარაუდო ვადა. მაგრამ, უახლოეს და გონივრულ დროში”.

უცხოური მედია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს მოსაზრებების იმის შესახებ, რომ ტრამპმა ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულება შესაძლოა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციოს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები