თენგიზ ცერცვაძე: პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია

“პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია”, – ასე უპასუხა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კითხვას -“ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებულ პროექტებს უწონებთ, მომავალში გიხილავთ თუ არა პოლიტიკაში და მმართველი გუნდის მხრიდან ხომ არ გქონიათ შემოთავაზება”.

“მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია, რადგან 70 წელს გადავცილდი და არსად არც ერთხელ არ ვყოფილვარ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები