ირანში კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადებას იწყებენ

ირანის მთავრობა შემოდგომას კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდება, მზადება დაწყებულია.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

“კორონავირუსის შეწინააღმდეგების შტაბმა მთავრობას მეორე ტალღისთვის მზადების რეკომენდაცია მისცა. ყველა შესაძლებლობის ამუშავებას ვგეგმავთ შემოდგომის ტალღისთვის”, – თქვა ირანის ლიდერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ქვეყანაში ვირუსის ლოკალიზებას უახლოვდება.

5 მაისს როუჰანიმ განაცხადა, კორონავირუსთან დაკაშირებული ვითარება ქვეყანაში სტაბილიზაციას უახლოვდება, პიკი ჩავლილია, თუმცა მის დასრულებამდე ჯერ შორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები