როუჰანი: ირანმა სამხედრო სიძლიერის მსოფლიო რეიტინგის მე-14 ადგილზე გადაინაცვლა
ირანმა სამხედრო სიძლიერის მსოფლიო რეიტინგის 22-ე ადგილიდან მე-14 გადაინაცვლა.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
“რაც შეეხება სამხედრო სფეროს, მსოფლიოში 22-ე ადგილზე ვიყავით, ახლა მე-14-ზე ვართ. ბოლო წლებში სამხედრო პოტენციალის ყველა სფეროში კოლოსალური ცვლილება ხდებოდა”, – აღნიშნა როუჰანიმ.
ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ირანი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ბალისტიკური რაკეტების ცდების გამო არაერთხელ გაკრიტიკებულა, თუმცა თეირანი საპასუხოდ აცხადებდა, რომ აღნიშნულს თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის ფარგლებში აკეთებდა.
გასულ თვეს ირანის გუშაგთა კორპუსმა ორბიტაზე პირველი სამხედრო თანამგზავრი გაიყვანა.