სომხეთში კორონავირუსისგან ასამდე ადამიანია გარდაცვლილი

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 372 შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ქვეყანაში 7 774 ინფიცირებულია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, გასულ 24 საათში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 98 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთან, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადების დამარცხება 3255-მა პაციენტმა შეძლო.

სულ 53 678 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები