შუახევში ფერმერებს თამბაქოს ჩითილები გადასცეს

აგროსერვის ცენტრის შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებული ამერიკული ჯიშის თამბაქოს ჩითილები შუახევის მუნიციპალიტეტში, საცდელად, მეთამბაქოეობით დაკავებულ ფერმერებს გადაეცათ.

ფერმერებს ჩითილები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ გადასცა.

ხელმძღვანელი პირების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ჯიშის თამბაქოს მოვლა-მოყვანას ფერმერები წარმატებით განახორციელებენ და გაიზრდება მოთხოვნა, აგროსერვის ცენტრი არის მზად, გაზარდოს თამბაქოს ჩითილების წარმოების რაოდენობა და მეთამბაქოეობით დაკავებულ ფერმერებს ჩითილები საჭირო რაოდენობით მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები